როგორც ცნობილია, ჯონი დეპი, სასამართლო პროცესზე გამარჯვების შემდეგ ტიკ ტოკზე დარეგისტრირდა. მალევე მან მილიონობით გამომწერი მოაგროვა. სულ ცოტა ხნის წინ კი პირველი ვიდეოც გაავრცელა, სადაც მხარდამჭერების მიმართ მადლიერებას გამოხატავს.
„ჩვენ ყველა ერთად გავაგრძელებთ სვლას წინ“, – ასე დაასათაურა ვიდეო დეპმა.
მილიონზე მეტი გამომწერი რამდენიმე წუთში – ჯონი დეპი ,,ტიკ ტოკს” შეუერთდა
ეს ფაქტი, რა თქმა უნდა არ ესიამოვნა ემბერ ჰარდს და ჯონი დეპის ვიდეოზე მწვავე რეაქციაც გამოხატა. ის აცხადებს რომ ქალთა უფლებები რეგრესს განიცდის.
„რადგან ჯონი დეპი აცხადებს, რომ სვლას აგრძელებს წინ და წინ, შესაბამისად ქალთა უფლებების მნიშვნელობა მიდის სულ უფრო უკან და უკან“, – თქვა ჰარდმა.
https://www.youtube.com/watch?v=dw0c9nhJgp0