LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯორჯ ბუშის განცხადებით, აშშ-სა და ნატო-ს ჯარების ავღანეთიდან გაყვანა შეცდომაა

81
ბუში

შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის შეფასებით, აშშ-სა და ნატო-ს ჯარების ავღანეთიდან გაყვანა შეცდომაა.

„ვშიშობ, რომ ავღანელ ქალებსა და გოგონებს ენით აღუწერელ ზიანი მიადგებათ“, – განაცხადა აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში.

ჯორჯ ბუშის თქმით, ის შეშფოთებულია ასევე იმ თარჯიმნებისა და სხვა ადამიანების ბედითაც, რომელებიც ავღანეთში უცხოურ ძალებს დახმარებას უწევდნენ და რომლებიც სასტიკი ადამიანების პირისპირ აღმოჩნდებიან. „ეს გულს მიკლავს,“- აღნიშნა ჯორჯ ბუშმა.

შეგახსენებთ, რომ ჯორჯ ბუშმა ავღანეთში ამერიკული ჯარი 2001 წელს, 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ გაგზავნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g