LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯორჯ მაიკლი უსახლკაროებსა და ბავშვებს მილიონებს ჩუმად ურიცხავდა

george-michael

2016 წელს მსოფლიო პოპ-მუსიკის ლეგენდას, ჯორჯ მაიკლს დაემშვიდობა. გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი გულის გაჩერება გახდა, თუმცა, იქამდე ის ნარკოდამოკიდებულებას მკურნალობდა. ჩაკეტილი პირადი ცხოვრებისა და სკანდალური ისტორიების პარალელურად, სამყარომ სხვაგვარი ჯორჯ მაიკლი გაიცნო, ოღონდ ცოტა მოგვიანებით.

უკვე დღეს ცნობილი ხდება, რომ მუსიკოსი დიდი ქველმოქმედიც იყო. მაგალითად ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში უცნობი ქალის მიერ მოყოლილმა ამბავმა, რომელიც ინვიტრო პროცედურისთვის 15 ათას დოლარს ნატრობდა, მასზე ისე იმოქმედა, რომ რესპოდენტს 15 ათასი ეგრევე გადაურიცხა. მსახიობი ემელაინ მონდო იხსენებს, რომ ჯორჯ მაიკლი ხშირად სტუმრობდა ბავშვთა სახლებს და იქ დღეები რჩებოდა, შემდეგ კი პერსონალს სთხოვდა, ამის შესახებ არავისთვის მოეყოლათ. რადიოს წამყვანი მიკ ბარუნი კი ამბობს, რომ ყოველ აღდგომას Capital FM-ის ეთერით, მძიმე სენით დაავადებული ბავშვებისთვის მოწყობილ მარათონში, ჯორჯ მაიკლი 100 ათას ფუნტს რიცხავდა.

გარდა ამისა, მან შიდსთან ბრძოლის ფონდთან დაიწყო თანამშრომლობა, ამის მიზეზი კი შიდსით ფრედი მერკურის გარდაცვალებაგახდა. ქონების ნაწილიც მომღერალმა  ბავშვთა დაცვის ორგანიზაციას  Childline  გადაურიცხა, სადაც ირწმუნებიან, რომ ჯერ კიდევ სიცოცხლეში ჯორჯმა 100 ათასამდე ბავშვი სიკვდილისგან იხსნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g