LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯორჯ მაიკლისა და პრინსის ხსოვნას „გრემიზე“ პატივს მიაგებენ

125

„გრემის“ დაჯილდოების ცერემონიაზე ცოტა ხნის წინ გარდაცვლილ მუსიკოსების, ჯორჯ მაიკლისა და პრინსის ხსოვნას პატივს მიაგებენ. ინფორმაციას ჟურნალი Billboard ამერიკულ ხმისაჩამწერ აკადემიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ორგანიზატორები დამსწრე აუდიტორიას დაუვიწყარ შოუსაც პირდებიან, რომელშიც ამ ორი ვარსკვლავის შემოქმედება იქნება გამოყენებული. ვინ მიიღებენ მასში მონაწილეობას, უცნობია.

აკადემიის პრეზიდენტის, ნილ პორტნოუს განცხადებით, მაიკლი და პრინსი პოპ-ლეგენდები იყვნენ, რომლებიც იშვიათ მუსიკალურ გემოვნებას უწევდნენ დემონსტრირებას. მისი თქმით, მათი გარდაცვალება მსოფლიო მუსიკისთვის უდიდესი დანაკარგია. შეგახსენებთ, რომ პრინსი გასული წლის 21 აპრილს, ხოლო ჯორჯი – 25 დეკემბერს გარდაიცვალა.

„გრემის“ დაჯილდოების ცერემონია 12 თებერვალს ლოს-ანჯელესში გაიმართება.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g