LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯორჯ სოროსის სახლთან, საფოსტო ყუთში ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს

81

აშშ-ში, ნიუ იორკის შტატში ამერიკელი მილიარდერის ჯორჯ სოროსის სახლთან, საფოსტო ყუთში ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს, – ამის შესახებ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელზე დაყრდნობით გამოცემა New York Times წერს.

გამოცემის ცნობით, ინციდენტი ქალაქ უესტჩესტერში მოხდა. შეტყობინება საეჭვო ნივთის შესახებ პოლიციაში ადგილობრივი დროით 15:45 საათზე შევიდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოწყობილობა გამნაღმველებმა გააუვნებელყვეს.

New York Times-ის ინფორმაციით, ჯორჯ სოროსი ამ დროს სახლში არ იმყოფებოდა.

პოლიციამ საქმე გამოძიების ფედერალურ ბიუროს გადასცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები