„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს GWP-ის ერთ-ერთ ობიექტზე ხანძარი იყო.
„დღეს ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ერთ-ერთი სადგური იწვის, არ შეესაბამება სიმართლეს.
ხანძარი გაჩნდა გახოკიძის ქუჩა N146-ის გარე პერიმეტრზე, დაიწვა ბალახის საფარი, რასაც არანაირი კავშირი არ ჰქონია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ობიექტთან. ჩვენი ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია“,-აღნიშნულია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებაში.