ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი საქართველოს პრემიერმინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას Twitter-ში ეხმაურება.
“ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს წინ, დროული შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. ჩვენ გვინდა, ვიხილოთ საქართველო წინსვლის ამბიციურ რეფორმებში. ევროკავშირი მხარს დაუჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე”, – წერს ბორელი.
ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომამდე, ირაკლი ღარიბაშვილი ჯოზეფ ბორელს შეხვდა.
