ლოვენია და საქართველო მძიმედ დაზარალდნენ წყალდიდობითა და მეწყერით. კლიმატის ცვლილება უდავო რეალობაა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„ამ ზაფხულში, სტიქიური უბედურებები იწვევს მთელ მსოფლიოში დამანგრეველ შედეგებს, საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს და ანადგურებს სახლებსა და საარსებო წყაროებს. ხმელთაშუა ზღვის მასშტაბით, ტყის ხანძრები მძვინვარებს. სლოვენია და საქართველო მძიმედ დაზარალდნენ წყალდიდობითა და მეწყერით. კლიმატის ცვლილება უდავო რეალობაა და საფრთხეს ქმნის გლობალურად“, – წერს ბორელი.