LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ონის მერი: საძიებო სამუშაოებში ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, შსს, თავდაცვის ძალები, წითელი ჯვარი..24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, მინდა, ყველას, თითოეულ მათგანს თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადავუხადო

182
fot

ონის მერის, სერგო ხიდეშელის განცხადებით, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები აქტიურად გრძელდება.

როგორც მან აღნიშნა, ამ დროისთვის ნაპოვნი 31 გარდაცვლილიდან 29 იდენტიფიცირებულია.

ამჯერად, ორი ადამიანის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

„ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილი 31 მოქალაქე არის ნაპოვნი, 29 არის იდენტიფიცირებული და ორი ადამიანის საძიებო სამუშაოები კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, ჩართული არის ყველა შესაბამისი უწყება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, შსს, თავდაცვის ძალები, წითელი ჯვარი.

24-საათიან რეჟიმში მუშაობენ და მინდა, ყველას, თითოეულ მათგანს თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადავუხადო.

სამძებრო სამუშაოები ამ დროისთვის მიმდინარეობს, როგორც უშუალოდ სტიქიის ლოკაციაზე, ასევე მდინარეებზე.

მოგეხსენებათ, ჩართული არის შსს შესაბამისი უწყების მცურავი საშუალებები, სამაშველო სამსახური, სამაშველო სამსახურის მიერ მობილიზებული მცურავი საშუალებები და სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც მდინარის კალაპოტებში, როგორც ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ასევე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და შესაბამისად, გაზრდილია არეალი“, – აცხადებს ონის მერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები