LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა

307
შოვი

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველების მიერ კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 29 ცხედარი და საძიებო სამუშაოები ოთხ პირთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ცოცხალი ძალა, მძიმე ტექნიკა, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები