LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯპს და ფარმადეპო უკრაინის მოქალაქეებისთვის 1 მილიონზე მეტი ლარის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფენ

135
Untitled

სააფთიაქო ქსელები ჯპს და ფარმადეპო საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის, ჯამში, 1 მილიონზე მეტი ლარის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფენ. 

როგორც კომპანიებში განმარტეს, ჩვენს ქვეყანაში მყოფი უკრაინის თითოეული მოქალაქე სააფთიაქო ჰუმანიტარული დახმარების სახით 100-ლარიან ვაუჩერს მიიღებს.

„მთელი გუნდი სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და ვუსურვებთ, მათ ქვეყანაში სწრაფად დაისადგუროს მშვიდობამ. რადგანაც თითოეული ჩვენგანისთვის  ნაცნობია ოკუპანტი ქვეყნის თავდასხმისგან გამოწვეული დანაკარგი და ემოციები, განსაკუთრებით განვიცდით ჩვენს მეგობარ ქვეყანაში არსებულ ვითარებას და გვსურს, მისი მოქალაქეების მხარდასაჭერად, მცირედი წვლილი შევიტანოთ. ასეთ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს მეგობრების თანადგომასა და მხარდაჭერას და ჩვენც გვსურს, უკრაინის მოქალაქეებს სოლიდარობა გამოვუცხადოთ,“ – ნათქვამია კომპანიების ერთობლივ განცხადებაში.

მათივე განმარტებით, ვაუჩერის მისაღებად, უკრაინის მოქალაქეებმა ჯპს-სა და ფარმადეპოს ფილიალებში მხოლოდ პასპორტი უნდა წარადგინონ.

„ჩვენ მოვუწოდებთ კოლეგებს სხვადასხვა სააფთიაქო კომპანიებიდან შემოგვიერთდნენ ამ მნიშვნელოვან წამოწყებაში,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები