LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯუდ ლოუ ვლადიმირ პუტინის როლში – მორიგი კადრები გადასაღები მოედნიდან

164
page

როგორც ცნობილია, 52 წლის ჯუდ ლოუ ახალ ფილმში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის როლს ასრულებს. „ჯადოქარი კრემლიდან“, ასე ჰქვია კინოსურათს, რომლის რეჟისორიც ოლივიე ასაიასია. ფილმს ჯულიანო ემპოლის წიგნის მიხედვით იღებენ. 

ჯუდ ლოუ ვლადიმირ პუტინის როლში – პირველი კადრები გადასაღები მოედნიდან

რამდენიმე საათის წინ გადასაღები მოედნიდან მორიგი კადრი გავრცელდა. ოფიციალურ სამოსში გამოწყობილ ჯუდს გვერდით უდგას კიდევ ერთი მთავარი მოქმედი გმირი, პოლიტტექნოლოგი, ვადიმ ბარანოვი, რომლის როლსაც 41 წლის ამერიკელი მსახიობი, პოლ დანო ასრულებს.

აღსანიშნავია, რომ ბარანოვის პერსონაჟის პროტოტიპად რეალურ ცხოვრებაში ვლადისლავ სურკოვი ითვლება, პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე.

სიუჟეტის მიხედვით, 1990-იან წლებში სწორედ ბარანოვი ხდება მომავალი რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი და იწყებს მისი პოლიტიკური იმიჯის ფორმირებას.

ფილმის მსოფლიო პრემიერა „ვენეციის კინოფესტივალზე“ გაიმართა. პროექტში ასევე მონაწილეობს ოსკაროსანი მსახიობი, ალისია ვიკანდერი, რომელიც ბარანოვის შეყვარებულის, ქსენიას როლს ასრულებს.

„ამის შესახებ დიდი სიფრთხილით ვსაუბრობ. მე ახლახან დავიწყე აღნიშნულ როლზე მუშაობა. ეს იმ პროცესს ჰგავს, როცა ევერესტზე ადიხარ, უყურებ მწვერვალს და საკუთარ თავს ეკითხები, რაში გაყავი თავი, როგორ უნდა გაუმკლავდე ამას. ასე ხშირად მემართება, თუმცა, ბოლოს ვხვდები, რომ ყოველივე ეს, ჩემი გასაკეთებელია“, – განაცხადა ლოუმ რამდენიმე თვის წინანდელ ინტერვიუში.

„რაში გავყავი თავი?!“ – ჯუდ ლოუ ვლადიმერ პუტინის როლს შეასრულებს – რას წერს მსახიობი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები