ჯულია მაიკლსის ოფიციალურ Youtube არხზე სიმღერაზე What a Time გადაღებული კლიპის პრემიერა შედგა. სინგლი, რომელიც ნაილ ჰორანთან დუეტია, ამერიკელი მომღერლის მეოთხე მინი ალბომში Inner Monologue Part I შედის, რომლის რელიზი 24 იანვარს შედგა.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ვარსკვლავების კოლაბორაციის მუსიკალური რგოლი, რომელიც ირლანდიელი შემსრულებლის გარეშე გადაიღეს, ისეთივე ემოციური გამოვიდა, როგორიც მათი პირველი ერთობლივი ნამუშევარი.
სიუჟეტის მიხედვით, ვიდეო შეყვარებული წყვილის გრძნობების შესახებ მოგვითხრობს.