ჯულია მაიკლსმა მეოთხე მინი ალბომის Inner Monologue Part I გამოსვლის შესახებ განაცხადა. გაირკვა, რომ დისკი დღის სინათლეს 25 იანვარს იხილავს. საინტერესოა, რომ ფირფიტის რელიზამდე 25 წლის ვარსკვლავმა ქსელში სიახლის ტრეკ-ლისტი გამოაქვეყნა.
ამერიკელი მომღერლის ხუთ სიმღერიან ალბომში ორი დუეტი Anxiety და What a Time შედის, რომლებიც თანამედროვეობის ისეთ ახალგაზრდა შემსრულებლებთან კოლაბორაციით შეიქმნა, როგორებიც: სელენა გომესი და ნაილ ჰორანი არიან.
შეგახსენებთ, რომ ჯულია მაიკლსმა სადებიუტო სოლო სინგლი Issues გასული წელს გამოუშვა, რომლისთვისაც ის ,,გრემის” ორ ნომინაციაში, ,,წლის სიმღერისა” და ,,საუკეთესო ახალი არტისტისთვის” წარადგინეს.