ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯულია რობერტსი დღეს 50 წლის გახდა.
ასაკის მიუხედავად, ოსკაროსანი მსახიობი ჟურნალმა “People” 2017 წლის ყველაზე ლამაზ ქალად უკვე მეხუთედ დაასახელა. აღნიშნული ტიტული თავდაპირველად 1991 წელს მოიპოვა.
„იცით, ხანდახან, სახლის დატოვებისას ვხვდები, რომ არასდროს ჩამიხედავს სარკეში გასვლამდე. ვფიქრობ, ეს სწორი მიდგომაა ცხოვრების მიმართ“, – აცხადებს მსახიობი.
50 წლის იუბილე Harper’s Bazaar-ის გარეკანზე აღნიშნა და გამოცემას ინტერვიუც მისცა.
ასაკის მიუხედავად, ოსკაროსანი მსახიობი მშვენიერ ფორმაშია. ჯულია აქტიურ კინოკარიერასაც განაგრძობს.
მალე ეკრანებზე მისი მონაწილეობით ფილმი Wonder გამოვა, რომელიც New York Times-ის ბესტსელერის მიხედვით გადაიღეს.
უკვე რამდენიმე წელია ჯულია რობერტსი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების სიაშია.
https://www.youtube.com/watch?time_continue=120&v=dDCfLN5hyW0