ჯულია რობერტსი და მისი მეუღლე, დენიელ მოდერი, ჰავაის სანაპიროზე მდებარე ვილას ვერ ყიდიან. უძრავი ქონების გაყიდვის შესახებ წყვილმა ჯერ კიდევ გაზაფხულზე განაცხადა. სასტარტო ფასი მაშინ 30 მილიონ დოლარს შეადგენდა. მოგვიანებით მათ ღირებულება 19,5 მილიონ დოლარამდე შეამცირეს. ამჟამად კი ცნობილი ხდება, რომ სახლის ღირებულება კიდევ დაიკლებს.
თავად რობერტსმა, რომელმაც სახლი 2011 წელს შეიძინა, 13 მილიონი გადაიხადა. მდებარეობის გამო ის აქ იშვიათად ჩამოდიოდა, საბოლოოდ კი საკუთრებაზე უარის თქმა გადაწყვიტა. სახლი გასართობი ადგილებიდან მოშორებით მდებარეობს და უძრავი ქონების აგენტები მიიჩნევენ, რომ მისი გაყიდვა სწორედ ამიტომ გაჭირდა.
ვილა 1917 წელს აშენდა და მასში ხუთი საძინებელი, ღია ტერასა, სტუმრებისთვის ცალკე სადგომი, ღია აუზი და სხვა ბევრი უპირატესობაა.
