50 წლის ასაკში ჯულია რობერთსმა იმიჯის შეცვლა გადაწყვიტა. მსახიობი შოუში Great Mental Challenge მოულოდნელად ქერა თმით გამოჩნდა და ვრცლად ისაუბრა ახალ სერიალზე „დაბრუნება სახლში”. ჯულია მაყურებლის წინაშე ცისფერი პიჯაკით, შარვლითა დ ორიგინალური მაისურით წარსდგა.
Amazon-ის ახალი სერიალი „დაბრუნება სახლში“ ფსიქოლოგიური თრილერია, სადაც ჯულია საიდუმლო ორგანიზაციის წევრის როლში მოგვევლინა, მისი გმირი ჯარისკაცებს ნორმალური ცხოვრების დაბრუნებაში ეხმარება.
საინტერესოა, რომ ჯულიას გარდა მაყურებელი ახალ სერიალში დერმოტ მალრუნისაც შეხვდება, ეს იქნება მსახიობების პირველი შეხვედრა გადასაღებ მოედანზე „ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილის“ გადაღებების შემდეგ.



