მსახიობი ჯულია რობერტსი ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია. ის წლებია „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფანია და არ უშვებს ხელიდან შანსს, დაესწროს საყვარელი კლუბის თამაშებს.
ამჯერად „ლამაზმანის“ ვარსკვლავი ინგლისის პრემიერ ლიგის სასტარტო თამაშს დაესწრო, სადაც “მანჩესტერ იუნაიტედი” არსენალს შეხვდა და მეტოქე 2-ით 0 დაამარცხა.
ჯულია ახალ ფოტოებზე „მანჩესტერის“ ფეხბურთელებთან პოზირებს და მოგებით ბედნიერი ჩანს.
ჯულიამ ბოლო დროს ვარცხნილობა შეიცვალა და ისე წითურთმიანი გახდა.