LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯულიეტ ბინოში „დიორის“ ვარდისფერ აბრეშუმის ანსამბლში „კანის კინოფესტივალის” გახსნაზე

175
ჯულიეტ ბინოში „დიორის“ ვარდისფერ აბრეშუმის ანსამბლში კანის კინოფესტივალის გახსნაზე

წელს მსახიობი ჯულიეტ ბინოში კანის კინოფესტივალის” ჟიურის თავმჯდომარეა. სწორედ მან და ჟიურის სხვა წევრებმა უნდა გამოავლინონ 22 საკონკურსო ფილმიდან გამარჯვებული სხვადასხვა ნომინაციებში. „კანის კინოფესტივალი” უკვე გაიხსნა და პირველ დღეს წითელ ხალიჩაზე სტუმრებს სწორედ ჯულიეტ ბინოში მასპინძლობდა.

ბინოში ჯერ ჟიურის წევრებთან ერთად გამოვიდა წითელ ხალიჩაზე, შემდეგ კი სცენაზე გადაინაცვლა. 61 წლის ოსკაროსანი მსახიობი ბრწყინავდა ვარდისფერ ატლასის ანსამბლში. მან კლასიკურ შარვალს მოსაცმელი შეუხამა, რომელსაც ულამაზესი თავსაბურავი ამშვენებდა.

წითელი ხალიჩა კვლავ უნდა ასახავდეს კინოხელოვნებისა და დახვეწილი მოდის შერწყმას – „კანის კინოფესტივალზე” სიშიშვლე და გამჭვირვალე სამოსი აიკრძალა

წითელ ხალიჩას, „გოგონები წითლებში“ იპყრობენ – უახლესი ფოტოები „კანის კინოფესტივალიდან”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები