სტუდია Sony Pictures Entertainment-მა დუეინ ჯონსონისა და ჯეკ ბლეკის მონაწილეობით ფილმ „ჯუმანჯის“ ახალი, რიგით მეორე ტრეილერი გამოაქვეყნა. ცნობილი სათავგადასავლო ფილმის მეორე ნაწილს „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯუნგლებში“ ერქმევა და ზემოთხსენებული მსახიობების გარდა მასში კარენ გილანს და კევინ ჰარტს ვიხილავთ.
ფილმის ორიგინალი 1995 წელს გამოვიდა და მთავარი როლი მასში რობინ უილიამსმა შეასრულა.
ახალ ვერსიაში, ჯუმანჯის სამყაროში ოთხი მოზარდი აღმოჩნდება, რომლებიც ვიდეოთამაშის პერსონაჟები გახდებიან. ისინი საკმაოდ სახიფათო თავგადასავალში ჩაებმებიან, საიდანა გამოსვლა საკმაოდ რთულია.