LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კ2 კოეფიციენტის მომატებასთან დაკავშირებით, დროებითი შეზღუდვა დაწესდა

132

კ2 კოეფიციენტის მომატებასთან დაკავშირებით, დროებითი შეზღუდვა დაწესდა.

როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, დროებითი შეზღუდვის შემოღების მიზანი ქალაქის ქაოტური განაშენიანების თავიდან აცილებაა.

შეზღუდვა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობის დასრულებამდე იმოქმედებს. მანამდე კი, კ2 კოეფიციენტის მომატება, საკრებულოს მიერ დამტკიცების შემდეგ, მხოლოდ ერთჯერადად იქნება შესაძლებელი.

მერიის ცნობით, გარდა ამისა, კოეფიციენტის მატებაზე გამკაცრდება გამონაკლისის დაშვების დასაბუთების წესიც, რაც კ2 კოეფიციენტის მომატებაზე ნებართვების გაცემის ინტენსივობას შეამცირებს.

გაიზრდება მიწის ნაკვეთის გამწვანების მინიმალური კოეფიციენტიც და კ3 10%-ის ნაცვლად, 20%-ით განისაზღვრება. მერიაში ფიქრობენ, რომ ეს ხელს შეუწყობს ქალაქში კიდევ უფრო მეტი მწვანე სივრცის გაჩენას.

პოპულარულები