ამერიკის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამ ჩაიარა, მოდის ექსპერტები კი ინაუგურაციის მთავარი გმირების სტილს არჩევენ. მაგალითად მოდის ექსპერტების ინტერესის ობიექტი პირველი ლედი, ჯილ ბაიდენი გახდა, რომელმაც თავის სამოსს სიმბოლური დატვირთვა მისცა. პირველ რიგში ეს გახლავთ ცისფერი კაბა და ამავე ფერის პალტო, რომელიც ბრენდ NYC Markarian-ის კოლექციიდან შეირჩა. ბრენდის წარმომადგენელი ამბობს, რომ ჯილ ბაიდენმა ფერი თავად შეარჩია და ცისფერი სტაბილურობის, თავდაჯერებულობისა და ნდობის ნიშნად აირჩია. ბრენდის ხელმძღვანელი ალექსანდრე ო’ნილი ამბობს, რომ ამერიკული ბრენდის არჩევაც ძალიან სიმბოლური და პატრიოტული ნიშანია.
უკვე საღამოს, ინაუგურაციის სადღესასწაულო ნაწილზე, ჯილ ბაიდენი სხვა სამოსით გამოჩნდა. ის გაბრიელა ჰერსტის ულამაზესი თეთრი კაბით გამოვიდა თეთრი სახლის მისაღებ დარბაზში. ამ სამოსის შექმნაში გაბრიელა ჰერსტმა უდიდესი დრო და ენერგია დახარჯა. ამბობს, რომ ყვავილები ხელით ამოქარგა და თითოეულს 2-დან 4 საათამდე მოანდომა. თავად ყვავილების ფერები კი ამერიკის ყველა შტატის ფერებს მოარგო.
გვიან საღამოს ხალხთან შეხვედრისას კი, ბაიდენი ბრწყინავდა კიდევ ერთი ამერკელი დიზაინერის, ჯონათან კოენის ბორდოსფერ პალტოში.