LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაბა – „ეგზოტიკური პეპლის ფრთები“ – 62 წლის დემი მურის თვალწარმტაცი გაშრიალება

152
page

2025 წლის ბრიტანეთის კინოაკადემიის, BAFTA-ს გამარჯვებულები ცნობილია. ყველაზე მეტი ჯილდო ედვარდ ბერგერის „კონკლავმა“ მიიღო.

„კონკლავი“, რომელშიც მერაბ ნინიძეც მონაწილეობს, „საუკეთესო ფილმად“ დასახელდა – 2025 წლის BAFTA-ს გამარჯვებულები ცნობილია

ცხადია, შთამბეჭდავი გახლდათ მსახიობების გამოჩენა წითელი ხალიჩაზეც. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველასგან გამორჩეული „ლუქი“ კვლავ დემი მურს ეცვა. „სუბსტანციის“ ვარსკვლავს „ალექსანდრ მაკ-ქუინის“ ჭრელი კაბა ამშვენებდა.

ეს გახლდათ გამორჩეული ქსოვილისგან შექმნილი, ნამდვილი ხელოვნების ნიმუში. გრძელი კაბა უამრავი ფერადი კრისტალით იყო მორთული და ეგზოტიკური პეპლის ფრთების იმიტაციას ქმნიდა.

ცნობისთვის, მურმა საუკეთესო მსახიობი ქალის“ ნომინაციაში „ოსკარის“ პირველი ნომინაცია მოიპოვა ფილმისთვის, „სუბსტანცია“. ამავე ფილმისთვის მან უკვე მიიღო თავისი პირველი „ოქროს გლობუსის“ ჯილდო.

62 წლის დემი მური „ოსკარზე“ პირველად წარადგინეს

„თავიდანვე მივხვდი, რომ სხეულის ნაკლოვანებები უტრირებული იქნებოდა“ – 62 წლის დემი მური TheWrap-ის გარეკანზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები