LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაბრიოლეტი Ferrari Portofino კიდევ უფრო მძლავრი გახდა

340
ferrariportofinom

კომპანია Ferrari–მ ონლაინ–პრეზენტაციის ფარგლებში კაბრიოლეტი Portofino M წარადგინა. განახლებულმა მოდელმა ახალი დიზაინი და ბევრად უფრო მძლავრი აგრეგატი მიიღო.

ორკარიანის სახელში დამატებული M  მწარმოებელმა მოდიფიკაციის და ცვლილებების ხაზგასასმელად გამოიყენა. კაბრიოლეტს განახლებების დამსახურებით მახასიათებლები ბევრად გაუუმჯობესდა.

მთავარი ტექნიკური განახლება კი 3,9 ლიტრის მოცულობის ტურბოძრავი V8–ის სიმძლავრის 20 ცხენის ძალით გაზრდაა. განსხვავებით წინამორბედი მოდელებისგან, ახალი აგრეგატის მაჩვენებელი უკვე 620 ცხენის ძალაა. გარდა ამისა ავტომობილი მთელი რიგი ფილტრებითაც აღჭურვეს, რათა ევროპის ეკოლოგიური სტანდარტების მიხედვით გარემო არ დაებინძურებინათ.

ძრავი ახალ 8–საფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს. კაბრიოლეტს პირველი „ასეულის“ ასაკრეფად 3,5–დან 4,45 წამამდე დრო სჭირდება, 200 კმ–ს კი 9,8 წამში ავითარებს. მაქსიმალური სიჩქარე უცვლელი დარჩა და ისევ 320 კმ/სთ–ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g