11 მარტს, საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა შვეიცარიელი ლეგენდარული ჩოგბურთელი, როჯერ ფედერერი დაამარცხა.
ისტორიულ გამარჯვებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
აღნიშნული ფაქტის შესახებ, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, უფლებათადამცველმა, ბაია პატარაიამაც.
მისი თქმით, ბასილაშვილის ეს მიღწევა ცოლის მიმართ ძალადობის ფაქტის ბრალდებას ვერ შეამსუბუქებს.
“კაცების კაცის” ტიტულიც დაიმსახურა ცოლის მცემელმა კაცმა ერთი მატჩით. სპორტული აღტყინება რომ კაცებზე იდიოტურად მოქმედებს, ეს ხომ უკვე ვთქვი.
ვის რაში აინტერესებს, ცოლს რომ სცემა ბასილაშვილმა, ბრალი რომ დაუმძიმდა გამოძიების მსვლელობისას, შემაკავებელი ორდერი რომ ნაღდად გამოწერილია მასზე და ეს მაინცაა უკვე სასამართლოთი დადასტურებული…
ეჰჰჰ… არაფერი ესმით კაცებს “კაცობისა” ამ ქვეყანაში.”-წერს ბაია პატარაია.
დაუჯერებელია: ისტორია, რომელსაც არასოდეს დაივიწყებენ – ბასილაშვილმა ფედერერი დაამარცხა

