LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცების საყურადღებოდ: ყველაზე დიდი შეცდომაა, როდესაც ჰგონიათ, რომ ქალმა იმშობიარა და მორჩა – ფსიქოლოგი ზურა მხეიძე

574
BeFunky-collage (36) (1)

„აზროვნების აკადემია“ აქვეყნებს ცნობილი ფსიქოლოგის ზურა მხეიძის ლექციას -„სიყვარული, ტყუილი, ემოციები და თვითშეფასება ურთიერთობებში“, სადაც ზურა მხეიძე ცხოვრებაში კრიტიკული ეტაპების შესახებ, მათ შორის ოჯახში არსებულ ემოციებსა და მათ მართვაზე საუბრობს.

როგორც ფსიქოლოგი ამბობს, სიყვარულს სწავლა უნდა, რადგან ის არ არის ლტოლვის მომენტი და რომ სიყვარული არის ადამიანური, სოციალური მოვლენა.

ზურა მხეიძემ ოჯახში ქალისა და მამაკაცის ურთიერთობებზეც გაამახვილა ყურადღება და მამაკაცებს ურჩია, რომ მეუღლეებს მშობიარობის შემდეგ მეტად გაუწიონ ანგარიში:

„კაცს ოჯახი ნაკლებად უშლის ხელს კარიერასა და თვითრეალიზაციაში. ქალს უშლის ხელს. ბოლოს და ბოლოს, ის ფეხმძიმე უნდა იყოს, ბავშვი გააჩინოს. წარმოიდგინეთ, რამდენი ხანი გამოყვანილია მწყობრიდან. ნებისმიერმა ზრდასრულმა იცის, რომ ქალი ჯერ კრიტიკული პრობლემების გამო არ არის ხოლმე მთლად კარგად, მერე ორსულობის დროს და ორსულობის მერეც. კაცების საყურადღებოდ: ყველაზე დიდი შეცდომაა, როდესაც ჰგონიათ, რომ ქალმა იმშობიარა და მორჩა. კიდევ ერთი წელი ანგარიშის გაწევა მოგიწევს მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობისთვის.

ქალი გამოდის ძალიან დიდი ხნით წყობიდან. კაცს ეს პრობლემა არ აქვს. ქალი დაფეხმძიმდება და შენ წახვედი სამსახურში. არც ხასიათი შეგცვლია შენ და არც ფსიქიკაზე უმოქმედია ამას. მე ვიცი 4 ქალი, რომლებსაც აქვთ სამსახური, ჰყავთ მანქანა, იყიდეს ბინა, ჰყავთ შეყვარებულები. კაცები ითხოვენ, ცოლად გამოგვყევიო, მაგრამ ამათ არ უნდათ. ქალმა იცის, რომ კაცის ცხოვრებაში შემოსვლა ამ რაღაცებს გააჩერებს. მე კი ვუთხარი, რომ ასე ვერ გაგრძელდება. რაღაც მომენტში თვითონ მოგინდება, რომ ბავშვი გყავდეს. ბავშვი არ არის ადვილი. კაცისთვის შეიძლება ადვილია, მაგრამ ბავშვის გაზრდა ძალიან დიდი ტვირთია. კი ბატონო, შეგვიძლია თანამედროვე ძიძებით გავზარდოთ, მაგრამ რეალურად ეს ბავშვისთვის არ არის საკმარისი.

დაყოფა არ შეიძლება ასე, რომ ქალმა ბავშვი უნდა გაზარდოს. მასაც სჭირდება რეალიზაცია. მასაც უნდა აღიარება სხვებისგანაც და საკუთარი თავისგანაც,“- განაცხადა ზურა მხეიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები