LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცი სათევზაოდ წავიდა და 33 წლის წინ მოპარული Jeep „დაიჭირა“

110
jeep

აშშ-ს მკვიდრი ტბაზე სათევზაოდ წავიდა და „დაიჭირა“ Jeep-ის ყველგანამავალი, რომელიც არც მეტი არც ნაკლები 1990 წელს მოიპარეს.

კანზასელი ჯონ მაუნსი სათევზაოდ იმის იმედით მიდიოდა, რომ კარპებს დაიჭერდა, თევზს რომელიც აშშ-ს ბევრ წყალსაცავში ბინადრობს. თუმცა, წყალში სპეციალური კამერის ჩაშვების შემდეგ კაცმა რაღაც სხვა შეამჩნია. „იქ იყო საბურავები, საჭე, სიჩქარის გადამრთველი. მე ვიფიქრე: “ვაა რა მაგარია“! მაშინვე მივხვდი, რომ ეს ჯიპი იქნებოდა“ – იხსენებს მაუნსი.

ჩაძირული მანქანის გარშემო ბევრი თევზი ცურავდა. ამერიკელმაც ჯერ ცოტა ითევზავა და პოლიციაში შემდეგ დარეკა. სამართალდამცავები ჯონთან სახლში მივიდნენ და მის მიერ გადაღებული კადრები შეისწავლეს, ერთ-ერთ ფოტოში მანქანის სარეგისტრაციო ნომერი გარკვევით ჩანდა. აღმოჩნდა, რომ მეთევზემ იპოვა Jeep Cj-7, რომელიც 30 წელზე მეტი ხნის წინ გაიტაცეს.

პოლიციელები ავტომობილის ბოლო მეპატრონეს დაუკავშირდნენ და მანაც დაადასტურა, რომ სატრანსპორტო საშუალება მოჰპარეს და ამისთვის სადაზღვევომ თანხაც გადაუხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები