LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Jeep-ი ხანძრების სერიის შემდეგ 45 ათას ჰიბრიდს უკან გამოიწვევს

118
jeep

Jeep-ი ხანძრების სერიის შემდეგ 45 ათას ჰიბრიდს უკან გამოიწვევს. ავტომწარმოებელმა დაადასტურა, რომ 4 ცალი Wrangler 4xe ელემენტის დეფექტის გამო დაპარკინგებულ მდგომარეობაში აალდა. 6 მანქანა დამუხტვის დროს აფეთქდა, კიდევ ორს მაშინ გაუჩნდა ცეცხლი, როცა ტერმინალთან იყო მიერთებული. პრობლემა ეხება 2021-2024 წელს გამოშვებულ კროსოვერთა მთელ ჯგუფს: აშშ-ში 32,1 ათას მანქანას გამოიწვევენ უკან, კანადაში – 3,8 ათას მანქანას, კიდევ 9,2 ათას ყველგანმავალს სხვა ქვეყნებში შეაკეთებენ.

კონცერნ Stellanstis არ აქვს ინფორმაცია უბედური შემთხვევების შესახებ, რომელიც ელემენტის დეფექტს უკავშირდება, თუმცა ცნობილია რომ Jeep-ის დილერებს პროგრამული უზრუნველყოფის განახლება მოუწევთ, რიგ შემთხვევაში კი საერთოდ ელემენტის შეცვლაც. წინასწარი გამოთვლით შეკეთება უკან გამოწვეული Wrangler 4Xe-ის 1%-ს დასჭირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები