LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Jeep-მა ორი „საშობაო“ ყველგანმავალი დააანონსა

115
jeep

Jeep-მა სააპრილოდ ერთდროულად ორი „სააღდგომო“ ყველგანმავალი დააანონსა. 2024 წელს 23-დან 31 აპრილამდე ამერიკაში, იუტას შტატში ტრადიციული Easter Jeep Safari გაიმართება. ღონისძიება ყოველწლიურად აერთიანებს არამხოლოდ ამერიკული ბრენდის თაყვანისმცემლებს, არამედ Jeep-ის სპეციალისტების მიერ მომზადებულ კონცეპტუალურ ყველგანმავლებს. წელს რამდენიმე კონცეპტ-ქარის პრემიერაა დაგეგმილი და პირველი მათგანის თიზერი უკვე ოფიციალურად წარადგინეს.

საინტერესოა, რომ სიახლეების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება.

გამოსახულების მიხედვით სპეციალისტები ვარაუდობენ, თუ რომელი მოდელების ბაზაზე აიგება სიახლეები. ნარინჯისფერი-შავი კონცეპტ-ქარი ფლაგმანი Jeep Wrangler Rubicon-ის ბაზაზე აიგება და სერიოზული უგზოობისთვის იქნება მზად.

რაც შეეხება მუქ მწვანე ფერში შესრულებულ მანქანას, მას Jeep Grand Wagoneer-ის ბოლო თაობის ბაზაზე ააწყობენ. კონსტრუქციასა და მახასიათებლებზე საუბარი რთულია, რადგან თიზერი ამ ინფორმაციას არ მოიცავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები