ინდოეთის მკვიდრმა გადაწყვიტა, დრო არ დაეკარგა და ერთდროულად სამი ცოლი მოიყვანა. ქორწილამდე ისინი 15 წლის განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Times of India ავრცელებს.
საქორწინო ცერემონია, სადაც 42 წლის სამრატა მურია 3 შეყვარებულთან შეუღლდა, 6 ბავშვის თანდასწრებით გაიმართა.
ადგილობრივი ტრადიციის მიხედვით, დღესასწაული 3 დღე გაგრძელდა. ყველაზე უმცროსი ცოლი 30 წლისაა, ხოლო უფროსი 35 წლის.
მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთში მრავალცოლიანობა კანონით აკრძალულია, ზოგიერთ სოფელში კაცები ძველებურად 2 ან მეტს ცოლს ირთავენ. კიდევ ერთ მეუღლეს ბედი მურიამ ჯერ კიდევ 2003 წელს დაუკავშირა.
ახალდაქორწინებულების განცხადებით, დაქორწინების გადაწყვეტილება მათ იმიტომ მიიღეს, რომ საზოგადოების აღიარება მოეპოვებინათ, ტაძარში სიარულის და სხვა რელიგიურ ღონისძიებებში მონაწილეობის უფლება მიეღოთ.