LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცმა სიყვარული 213-ე პაემანზე იპოვა და წიგნიც დაწერა

120
Capture

ბრიტანელი, რომელიც 2012 წლიდან სიყვარულს სხვადასხვა აპლიკაციებში ეძებდა, თითქმის დანებდა, წიგნიც დაწერა ამ თემაზე და იღბალმა მხოლოდ ამის შემდეგ გაუმართლა.

Daily Mirror-ის ინფორმაციით, 10 წლის განმავლობაში ჟურნალისტი ლუკ ჩილტონი 212 პაემანზე იყო და ყოველ ჯერზე იმედი ჰქონდა, რომ იმ ერთადერთს იპოვიდა.

რამდენიმე მცდელობის შემდეგ კაცი მიხვდა, რომ ნელ-ნელა გასაცნობ აპლიკაციებზე ხდებოდა დამოკიდებული.
„ყველაფერი 2012 წელს დაიწყო, როცა ჩემი ხანგრძლივი ურთიერთობა დასრულდა და პირველი აპლიკაცია გადმოვწერე. რამდენიმე მცდელობის შემდეგ მივხვდი, რომ დამოკიდებული ვხვდებოდი: ამას ვაკეთებდი ყველგან, ავტობუსში, სამსახურში და პაემანზე ყოფნის დროს, ტუალეტშიც კი…“

ჩილტონი ყოველ მეორე დღეს აპლიკაციებიდან გაცნობილ გოგოებთან ატარებდა. შეხვედრაზე დათანხმება რთული არასდროს ყოფილა, თუმცა თავად პაემნები არც ისე წარმატებული იყო ხოლმე. კაცი ცხოვრების სიყვარულს ეძებდა და ერთი ღამის ურთიერთობები არ აინტერესებდა.

ბოლოს ჩილტონმა თავის დამოკიდებულებასა და პაემნებზე წიგნიც კი დაწერა. შემდეგ გადაწყვიტა, ყველა აპლიკაცია წაეშალა და სანამ ამას გააკეთებდა ბოლო პაემანი დაგეგმა.

ციფრი 213 მისთვის იღბლიანი აღმოჩნდა და ცხოვრების სიყვარული გაიცნო. რაც შეეხება გახმაურებულ რომანს, ნაწარმოები ბაზარზე 2023 წლის ბოლოს გამოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები