LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღე ჩატარდა

107
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღე ჩატარდა

ქუთაისში, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღე გაიმართა. ამ დღეს, სასწავლებელს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ათასამდე მოზარდი ესტუმრა. ლიცეუმში სწავლის გაგრძელების მსურველმა მოსწავლეებმა სამხედრო ლიცეუმი მშობლებთან ერთად დაათვალიერეს.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მომავალმა კადეტებმა სასწავლებლის ხელმძღვანელი პირებისგან  ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე, ლიცეუმში არსებულ პროგრამებზე, საცხოვრებელ პირობებზე,  იმ გამორჩეულ გარემოსა და შესაძლებლობებზე, რომელსაც ლიცეუმი სთავაზობს თავის მსმენელებს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ინფორმაციის მიღების შემდეგ სტუმრებმა ლიცეუმის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს; კადეტების დახმარებით გაეცნენ საცხოვრებელ პირობებს, საგანმანათლებლო შესაძლებლობებს, სასწავლო ლაბორატორიებს, სამხედრო შეიარაღებასა და სპორტულ დარბაზებს. სპეციალურად ღია კარის დღისთვის ლიცეუმის ტერიტორიაზე კადეტებმა საჩვენებელი, სახალისო და მრავალფეროვანი ექსპერიმენტები ჩაატარეს:  წარმოადგინეს რობოტექნიკა და დრონები, რამაც მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია.

ღია კარის დღეს წინ უსწრებდა საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს მასშტაბით ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების სკოლებში, რომელსაც გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წამომადგენლები მართავდნენ.

ლიცეუმი მოსწავლეთა მისაღებად რეგისტრაციას 18 ივნისს დაიწყებს და პროცესი 27 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g