LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავდაცვის სამინისტროსა და კოლეჯ „სქილვილს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

362
თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და კოლეჯ „სქილვილს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, პაატა პატიაშვილმა და ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი მარიამიძემ  მოაწერეს.

კოლეჯში პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მოკლევადიანი კურსების გავლისას, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მნიშვნელოვანი შეღავათებით ისარგებლებენ. თანამშრომლობის ფარგლებში, გათვალისწინებულია ერთობლივი აქტივობებისა და პროექტების განხორციელება. კოლეჯის ძირითადი მიმართულებაა ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სფერო, რაც თანამედროვე შრომის ბაზრის მნიშვნელოვან მოთხოვნებს პასუხობს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ჯარისკაცებზე ზრუნვისა და დაფასების პროცესში, სხვადასხვა, მათ შორის, განათლების სექტორთან აქტიურად თანამშრომლობს. ამ მიზნით, სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტი  კომპანიებთან, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g