LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კადრები ელისეის სასახლიდან, სადაც ემანუელ მაკრონის ინაუგურაცია გაიმართა

111
BeFunky-collage (19)

ელისეის სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა.

ინაუგურაციის ცერემონიალს 500-მდე სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტები: ფრანსუა ოლანდი და ნიკოლა სარკოზი, ყოფილი პრემიერ-მინისტრები: ედუარდ ფილიპი, მანუელ ვალსი, ალენ ჟუპე და ჟან-პიერ რაფარინი, ასევე რელიგიური ლიდერები და სხვა სახელმწიფო მოღვაწეები.

 

ემანუელ მაკრონმა სიტყვით გამოსვლისას მსოფლიოსა და საფრანგეთისთვის უპრეცედენტო გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მეორე ვადა იქნება „ახალი“ და არა უბრალოდ პირველის გაგრძელება.

“ჩვენ ერთად უნდა გამოვიგონოთ ახალი მეთოდი, ტრადიციებისა და რუტინისგან განსხვავებული, რომლითაც შევძლებთ შევქმნათ ახალი პროდუქტიული, სოციალური და ეკოლოგიური კონტრაქტი”, – აღნიშნა მაკრონმა.

 

 

მანვე ყურადღება გაამახვილა იმ საფრთხეზე, რასაც რუსეთის უკრაინაში შეჭრა ქმნის, ასევე გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

როგორც ემანუელ მაკრონმა თქვა, საფრანგეთმა უნდა „იმოქმედოს იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს“ ამ კონფლიქტში რაიმე სახის ესკალაცია და პირობა დადო, რომ „ხელს შეუწყობს დემოკრატიისა და სიმამაცის“ გამარჯვებას.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები