LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კადრები კიშინიოვიდან: „აღნიშნული სამიტი ძალიან კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის“ – ევროპის ქვეყნების ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს

154
Untitled design (1)

მოლდოვის დედაქალაქ  კიშინიოვში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტი იმართება.

„უკრაინის და მოლდოვას მომავალი ევროკავშირშია“ – ზელენსკი მოლდოვაში ჩავიდა 

სამიტს ევროპის ქვეყნების 47 ლიდერი და ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტის ხელმძღვანელები ესწრებიან, სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრიც იმყოფება.

პრემიერი: ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა და ქვეყანა გაერთიანებისკენ მიგვყავს

ირაკლი ღარიბაშვილი EPC-ის პლენარული სესიის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. სესია მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ გახსნა, გახსნის ღონისძიების შემდეგ კი შეხვედრის მონაწილე დელეგაციების ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს.

შეხვედრის ამსახველ ვიდეოს და ფოტოებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს:

 

 

 

 

 

 

ღონისძიების შემდეგ, მთავრობის მეთაურმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად

„მონაწილეობა მივიღე მოლდოვის რესპუბლიკაში ორგანიზებული ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნაში. აღნიშნული სამიტი ძალიან კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის, მონაწილეობა მიიღოს პარტნიორებთან გამართულ დისკუსიებში. არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად“, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

ზელენსკი: რუსეთის მოსაზღვრე ყველა ევროპულ ქვეყანას საშუალება უნდა ჰქონდეს, გახდეს ევროკავშირისა და NATO-ს წევრი

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები