LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კადრების გასაჯაროების გამო შესაძლოა თეა წულუკიანის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს

215
tea-tsulukiani

8 არასამთავრობო ორგანიზაცია: „დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)“, „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის (RIVG)“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TIG)“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, წამების მსხვერპლთა ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF), შეშფოთებას გამოთქვამენ ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, იუსტიციის მინისტრის, მიერ სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის მონიტორინგის კადრების გასაჯაროების გამო.

„აღნიშნული ქმედება, ერთი მხრივ, უხეშად არღვევს როგორც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პრინციპებს, მეორე მხრივ კი ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს. მივიჩნევთ, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ეს ქმედება მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენების საფუძველი უნდა გახდეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

პატიმარი სახეში აყრის, რაც მაგიდაზე დევს და წყალსაც ასხამს ექთანს: იუსტიციის სამინისტრო საპატიმროში გადაღებულ ვიდეოს ასაჯაროვებს (ვიდეო)

აღნიშნული ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ეყრდნობა გაეროს წამების წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმით განსაზღვრულ პრინციპებს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვალდებულება კი, რომელიც საქართველომ აღნიშნული დოკუმენტის ხელმოწერით აიღო და რომელიც მოცემულია ოქმის მე-20 მუხლში, სწორედ თავისუფლებააღკვეთილი პირისა და პრევენციის ეროვნული მექანიზმის ექსპერტის შეხვედრის კონფიდენციურობას შეეხება.

აქვე განმარტებულია, რომ აღნიშნული მუხლის საფუძველზე, სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას, პრევენციის ეროვნული მექანიზმი უზრუნველყონ „მოწმეების გარეშე, პირადად ან თარჯიმნის დახმარებით, თავისუფლებააღკვეთილ პირებთან. ასევე ნებისმიერ იმ პირებთან კერძო საუბრის გამართვის შესაძლებლობით, რომლებსაც შეუძლიათ პრევენციის ეროვნული მექანიზმებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება.

“ასეთ თანამშრომლებს ნუ გამომიგზავნით, რომელიც პატიმარს ორჯერ ადუღებინებს ყავას, მიირთმევს მის შოკოლადს და დახეული შარვალი აცვია” – თეა წულუკიანი სახალხო დამცველს (ვიდეო)

“საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ მე-19 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, „საქართველოს სახალხო დამცველის/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის შეხვედრა დაკავებულებთან, პატიმრობაში მყოფ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირებთან და მსჯავრდებულებთან, აგრეთვე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში მოთავსებულ პირებთან კონფიდენციალურია. რაიმე სახის მიყურადება ან თვალთვალი დაუშვებელია. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენელი გადაწყვეტს, პატიმარს გაესაუბროს ვიდეომეთვალყურეობის ქვეშ, აღნიშნული კადრების გასაჯაროება კატეგორიულად დაუშვებელია და უხეშად არღვევს ზემოთ მითითებულ პრინციპებს”, – აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ  განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g