ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე კვლავ დარწმუნებულია, რომ მამა გიორგი მამალაძე არავის მოწამვლას აპირებდა. ამის შესახებ მან სინოდის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
”მამა გიორგი არავის მოსაწამლად არ მივიდოდა, ამაში დარწმუნებული ვარ”, – განაცხადა მეუფე პეტრემ.
მისი თქმით, პროკურატურის მიერ გავრცელებულმა კადრებმა დაგვანახა, თუ როგორი არ უნდა იყოს სასულიერო პირი და რა არასახარბიელო გარემოცვაა სასულიერო პირების საპატრიარქოს წიაღში.