კაფე ”ბოტეგა” მომხარებელს ცოცხალ მუსიკასა და მრავალფეროვან ღონისძიებებს სთავაზობს.
როგორც კაფის დამფუძნებელმა დათო გომართელმა ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას განაცხადა, ”ბოტეგა” 2 თვეა გაიხსნა. ახლადგახსნილი კაფე, რომელიც პეტრიაშვილის 1 ნომერში მდებარეობს, მომხმარებელს განსხვავებულ გარემოს სთავაზობს.
მისივე ინფორმაციით, ყველაზე მოთხოვნადია პიცა და სტეიკი, რომელიც სტანდარტული ფასისაა. გარდა ამისა, ”ბოტეგაში”-ში მისულ სტუმრებს შეუძლიათ ”ლანჩ მენიუ” 14 ლარად, ასევე სასმელები და დესერტები შეუკვეთონ.
”ჩვენთან მყუდრო და სასიამოვნო გარემოა. გაზაფხულის მოსვლასთან დაკავშირებით ყოველ ხუთშაბათს იგეგმება მხატვრების ნამუშევრების გამოფენა – გაყიდვა, რომლის ფარგლებშიც სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ და ამასთანავე შეიძინონ სასურველი ნახატი”, – აღნიშნა დავით გომართელმა.
12 მარტს კაფე ”ბოტეგა”- ში მარხვის დაწყების წინ, იგეგმება ე.წ ”ყველიერის” ივენთი. მისული სტუმარები დააგემოვნებენ ბლინებს არაჟნითა და ხილით.
მისამართი პეტრიაშვილი N1. ვებ-გვერდის მისამართი: ( https://www.facebook.com/Cafe-Bottega-1493163244342384/timeline )