თბილისში, სანდრო ეულის ქუჩაზე, კაფე სტრადასთან სროლა იყო. დაჭრილია ერთი პირი.
ადგილზე მობილიზებულია საგამოძიებო სამსახური. პერიმეტრი მთლიანად შემოსაზღვრულია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
როგორც თვითმხილველები ყვებიან ახალგაზრდა მამაკაცს, თავდამსხმელმა პისტოლეტიდან ესროლა.
მათი თქმით დაშავებული თავად წავიდა სამედიცინო დაწესებულებაში.
შსს-ს ცნობით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლით დაიწყო, რაც იარაღის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებას გულისხმობს.