LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კაი დღეში ხარ ახლა, იცინე” – საკრებულოს დეპუტატი სალომე ბარკერზე

2608
naana salomeze

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის, ფრაქცია “ქართული ოცნება – კონსერვატორების” თავმჯდომარე ნანა კოსტავა წერს, რომ როცა სალომე ბარკერზე დამცინავი სტატუსი დაწერა, ტრაგედიის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

როგორც ის წერს, მენტალობიდან გამომდინარე ქართული ფასეულობებისა და მართლმადიდებლობის შუერაცხმყოფელ ვიდეობს  ებრძვის და მისი პოსტიც ამას ემსახურებოდა.

“ჩემო მეგობრებო, ნამდვილად არ ვიცოდი სალომე ბარკერის ოჯახზე თავსდამტყდარი უბედურება… ვუსამძიმრებ მის ოჯახს და განვიცდი ნამდვილად, მე ჩემი მენტალობიდან გამომდინარე ვებრძვი ჩემი გვერდიდან ქართული ფასეულობებისა და მართლმადიდებლობის შეურაცხმყოფელ ვიდეოებსა და გამონათქვამებს, ჩემი პოსტიც ამას ემსახურებოდა და მეტს არაფერს, მეც შვილების დედა ვარ და ზუსტად ისეთივე შოკს და ტრაგედიას განვიცდი , რასაც ეს ოჯახი. მომიტევეთ და მაპატიეთ,” – წერს ნანა კოსტავა.

“კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!” – ასეთი აღწერით გააზიარა 28 მაისს ნანა კოსტავამ სალომე ბარკერის 2018 წლის ერთ-ერთი ვიდეოშარჟი. ამჟამად პოსტი წაშლილია.

 

სტატუსის გამო, ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარი ელეონორა არჩაია ბოდიშს იხდის. ის გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს უსამძიმრებს და კოლეგის განცხადებას ემიჯნება. 

მაშველებმა მდინარეში ჩავარდნილი 16 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს

ლაგოდეხში მდინარეში ჩავარდნილ 16 წლის გოგოს მთელი ღამის განმავლობასი ეძებდნენ

“მინდა, პირადად მოვუხადო ბოდიში საზოგადოებას, ჩემი კოლეგის განცხადების თაობაზე.

ვუსამძიმრებ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს ამ ენით აღუწერელ ტრაგედიას და მთელი გულით ვწუხვარ და განვიცდი ასეთი ტკივილის დროს, მსგავსი ამოუხსნელი განცხადების გაჟღერებას, რომელსაც ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი, რა თქმა უნდა ემიჯნება,” – წერს ელეონორა არჩია.

სალომე ბარკერს რამდენიმე დღის წინ, ლაგოდეხის ნაკრძალში 16 წლის და დაეღუპა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g