LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაია გერბერმა სინდი კროუფორდის ცნობილი სტილი გაიმეორა (ფოტოები)

102

დასავლური ტაბლოიდები სულ უფრო ხშირად წერენ 15 წლის კაია გერბერისა და მისი ცნობილი დედის, 51 წლის სინდი კროუფორდის უზომო მსგავსების შესახებ. განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ქსელში კაიას ახალი ფოტოები მოხვდა, რომელიც სინდის 90-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფოტოსესიას მოგაგონებთ.

შეგახსენებთ, რომ ოჯახი სრული შემადგენლობით კუნძულ სენტ-ბარტსზე ისვენებს, პაპარაცული ფოტოები კი ამტკიცებს, რომ კაიას დედაზე არანაკლებად წარმატებული კარიერა ელის, რადგან სამოდელო სამყაროს ამომავალ ვარსკვლავს არაჩვეულებრივი ფიზიკური მონაცემები აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები