LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კაიაკატას“ წევრმა ზურა ჯიშკარიანმა ნარკოტიკებზე 20-წლიანი დამოკიდებულება აღიარა: „მიუხედავად იმისა, რომ რეალობის ფხიზლად აღქმა შეიძლება ძალიან რთული იყოს, ფხიზლად ყოფნას არაფერი ჯობია…“

347
jishkariani

„კაიაკატას“ წევრი, ზურა ჯიშკარიანი სოციალურ ქსელში საჯაროდ წერს იმის შესახებ, თუ როგორ დაძლია ნარკოტიკებისადმი 20-წლიანი დამოკიდებულება:

„რაღა ქამინგაუთი, მაგრამ უნდა გავაკეთო ერთი: 20 წლიანი (!) მულტი-დრაგ ადიქციის პიკზე (რაც გამოწვეული იყო ჩემს მენტალურ მდგომარეობასთან ჭიდილში, ამაზე სხვა დროს დავწერ), ფსიქიკა და ჯანმრთელობა რომ აბსოლუტურად მომერყა, ძლივს გადავდგი ნაბიჯი (ჩემი საყვარელი მეგობრების დახმარებით) და ვიმკურნალე,

აგერ უკვე მესამე წელია, ნივთიერებებს არ გავკარებივარ, არც სურვილი მაქვს და არც ვაპირებ. ამან ახალ რეალობაში ჩამაგდო – ფხიზელ სამყაროში, რომელშიც ჯერ კიდევ ვსწავლობ ოპერირებას. ძალიან რთული იყო, მაგრამ შევძელი და ვამაყობ. ერთადერთი ალკოჰოლს მივეცი შანსი უახლოეს წარსულში და იმ ანტიდეპრესანტების ფონზე, რასაც ვიღებ, საშინელი გამოცდილება იყო, ასე რომ, ახალ კოდს ვიდგამ და bye bye partying. დამთავრდა ჩემთვის ეგ დრო, ახალი ცხოვრება მაქვს წინ და მიუხედავად იმისა, რომ რეალობის ფხიზლად აღქმა შეიძლება ძალიან რთული იყოს, ფხიზლად ყოფნას არაფერი ჯობია. ამას იმიტომ ვწერ ღიად, რომ მე არავინ მყავდა ვინც guidance-ს მომცემდა და იქნებ, ჩემი სიტყვები ვინმესთვის (იმედია) რამე სიგნალი იყოს. ამ წლების განმავლობაში უამრავი ადამიანი მოცურდა ფსიქიკურად, ბევრი გარდაიცვალა, არ ვიცი, როგორ გამოვაღწიე ამ უღრანი ტყიდან მარადიული გაბრუებისა.

ჯანმრთელობას გისურვებთ და მხნეობას რომ სიცოცხლის აღფრთოვანებებს ფხიზლად დახვდეთ. იქით მხარეს ჯოჯოხეთია, მერწმუნეთ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები