კარდაშიანების ოჯახში მატებაა. ამჯერად დედა ცნობილი კლანის უმცორის წევრი, 20 წლის კაილი ჯენერი გახდება. მისთვის და ტრევის სკოტისთვის ეს პირველი შვილი იქნება. ოჯახთან დაახლოებული წყაროს ცნობით, ჯენერი და მისი ბოიფრენდი ამ ამბით გახარებულები არიან.
ცნობილია ისიც, რომ კაილი და ტრევისი გოგონას ელოდებიან და ის ქვეყანას თებერვალში მოევლინება.
შეგახსენებთ, რომ წყვილის რომანი მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო. მანამდე კაილი რეპერ ტაიგას ხვდებოდა.