LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაილი ჯენერისა და ტიმოთი შალამეს განცხრომა კუნძულზე, სადაც მხოლოდ ისინი არიან

1216
page

კაილი ჯენერი და ტიმოთი შალამე ერთად ისვენებენ კერძო, იზოლირებულ კუნძულზე. წყვილმა დასვენების ამსახველი ფოტოები საკუთარ სოციალურ ქსელებში გააზიარა.

გამოქვეყნებულ კადრებში 28 წლის ბიზნესვუმენი ცარიელ სანაპიროზე სხვადასხვა ბიკინში პოზირებს, როგორც ჩანს, მას ფოტოებს საყვარელი მამაკაცი უღებს.

ამასთან, სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება ჭორები ვარსკვლავების შესაძლო ფარული ქორწილის შესახებ, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერჯერობით არ დადასტურებულა.

ცნობისთვის, სამგზის „ოსკარის“ ნომინანტი შალამე და ბრენდ, Kylie Cosmetics-ის დამფუძნებელი, ჯენერი უკვე სამი წელია ერთად არიან. მსახიობმა ცოტა ხნის წინ საჯაროდ გამოხატა სიყვარული რჩეულის მიმართ.

კაილი ჯენერს კიდევ სურს შვილები – რეალითი შოუს ვარსკვლავი Vanity Fair-ის გარეკანზე

„კაილი ხელს არ უშვებს, ტერორში ჰყავს“ – ტიმოთი შალამე და კაილი ჯენერი BAFTA-ს წითელ ხალიჩაზე

ტიმოთი შალამე და კაილი ჯენერი „თითქმის დაქორწინებულები“ არიან – მედიაში უახლესი დეტალები ვრცელდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები