გასულ კვირას, ჟურნალმა „ფორბსმა“ რეალითი შოუს ვარსკვლავი და ბიზნესვუმენი, კაილი ჯენერი ტყუილის გამო მილიარდერების სიიდან ამოშალა. გაირკვა, რომ კაილიმ ქონების შესახებ მოიტყუა და ჟურნალს, ბრენდის Kylie Cosmetics შესახებ გაყალბებული მონაცემები მიაწოდა.
სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ვარსკვლავი მართლაც მილიარდერია, „ბიუთი ქუინმა“ კერძო თვითმფრინავის, Global Express-ის მომსახურებაში $130 000 გადაიხადა, აღნიშნულ თვითმფრინავს კი ძალიან ბევრი საწვავი სჭირდება გადაადგილებისთვის.
ასევე ცნობილი გახდა, რომ 22 წლის კაილიმ „ჰიდენ ჰილზში“ თავის ამჟამინდელი სახლის მახლობლად უზარმაზარი ვილაც შეიძინა. მოკლედ, როგორც ჩანს „კარდაშიანების კლანის“ ყველაზე უმცროსი წარმომდგენელი სულაც არ იბრალებს კოლოსალური თანხების ქონას და გამომცემლობა „ფორბსს“ მონაცემების კიდევ ერთხელ გადახედვა არ აწყენს.