LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაილი მინოუგი ,,გლასტონბერზე” – მომღერლის მოულოდნელობებით სავსე პერფორმანსი (ვიდეო)

115
15454398-0-image-a-300_1561925551716

პირველად, კარიერის განმავლობაში, კაილი მინოუგი ,,გლასტონბერზე” გამოვიდა. შოუმ, რომელსაც ფესტივალზე დამსწრე საზოგადოება მოუთმენლად ელოდა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

14 წლის შემდეგ, კაილი მინოუგი ,,გლასტონბერზე'' გამოვა (ფოტო)

პირველად, კარიერის განმავლობაში, კაილი მინოუგი სოლო პროექტით, ,,გლასტონბერზე'' წარსდგება

პილტონში გამართული კონცერტისას, ავსტრალიელმა მომღერალმა თაყვანისმცემლებს სიურპრიზი მოუწყო.

დიდი ხნის შემდეგ, ის სცენაზე ნიკ კეივთან ერთად წარდგა. მათ 1995 წლის დუეტი – Where the Wild Roses Grow იმღერეს. ემოციური პერფორმანსისას მელომანებს ხელში ვარდი ეჭირათ.

კეივი ერთადერთი არ ყოფილა, ვინც საღამოზე კაილის გვერდით გამოჩნდა. სიმღერის – Can’t Get You Out of My Head შესრულებისას მას კრის მარტინმა აკომპანიმენტი გიტარით გაუწია.

აღსანიშნავია, რომ ლიდ სინგლი კაილის მერვე სტუდიური ალბომიდან – Fever, Coldplay-ის ვოკალისტმა ,,გლასტოზე”, 14 წლის წინ, პოპის დივას გასამხნევებლად დააქავერა.

შეგახსენებთ, რომ 2005 წელს, ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ მოვლენაზე გამოსვლა კაილიმ მკერდის კიბოს გამო გააუქმა. მაშინ ის Basement Jaxx-მა ჩაანაცვლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები