LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაილი მინოუგიმ კაილი ჯენერის მსგავსად, კოსმეტიკის საკუთარი ბრენდი – Kylie გამოუშვა (ფოტო)

260
kylie-kylie

ინტერნეტში, კაილი მინოუგისა და კაილი ჯენერის დაპირისპირების შესაძლო გაგრძელებაზე ალაპარაკდნენ.

საქმე ისაა, რომ ავსტრალიელმა მომღერალმა კოსმეტიკის საკუთარი ხაზის გამოშვების შესახებ განაცხადა. ბრენდს, ამერიკელი სატელევიზიო სახის მარკის მსგავსად, Kylie ჰქვია. სიახლის პირველი პროდუქცია 51 წლის შემსრულებლის ოფიციალურ საიტზე უკვე იყიდება.

21 წლის სელებრითს ამ ფაქტთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ ორ ვარსკვლავს შორის უთანხმოება Kylie-ის სავაჭრო ნიშნად რეგისტრირების გამო დაიწყო. მინოუგის თქმით, მას ამ სახელის ბრენდი 80-იან წლებში ჰქონდა, როდესაც ჯენერი ჯერ კიდევ დაბადებულიც არ იყო. მის  სასარგებლოდ გამოტანილი საპატენტო სამსახურის დასკვნის მიუხედავად, ამჟამად, მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერმა, კოსმეტიკის საკუთარი ხაზი ამ სახელის ქვეშ მაინც გამოუშვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები