ქსელში კაილი მინოუგის ახალი სიმღერა „Dancing“ მოხვდა. ცნობილია, რომ სიმღერა ვარსკვლავის მე-14 ალბომის „Golden“ ლიდ-სინგლია. დისკის რელიზი მიმდინარე წლის გაზაფხულზე იგეგმება.
მინოუგის უკანასკნელი ფირფიტა „Kylie Christmas“ 2015 წლის ნოემბერში გამოვიდა. დისკი ავსტრალიური ჩარტის მე-7 პოზიციაზე განთავსდა.