მიმდინარე ზაფხული „გრემის“ მფლობელი პოპ-მომღერლისთვის, კაილი მინოუგისთვის საკმაოდ დატვირთული გამოდგა. 52 წლის მომღერალმა ახალი სინგლი, Say Something გამოუშვა, შემდეგ აღნიშნულ კომპოზიციაზე კლიპი გაავრცელა, ტრეკი მის მომავალ ალბომში Disco შევა, რომელიც გაყიდვაში 6 ნოემბერს ჩაეშვება.
ახლა კი კაილიმ ახალი სინგლი, Magic დააანონსა, მისი პრემიერა ხვალ შედგება. ამის შესახებ არტისტმა სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა.
„მე აღფრთოვანებული ვარ, როგორც იქნა შემიძლია განვაცხადო, რომ ჩემს ახალ სინგს Magic ჰქვია და ის ოთხშაბათს გამოვა“, – დაწერა მინოუგმა
https://www.instagram.com/p/CFZI2pNA3-8/