გასულ თვეს, „გრემის“ მფლობელმა პოპ-მომღერლმა, კაილი მინოუგმა ახალი სინგლი, Say Something გამოუშვა. ახლა კი 52 წლის ვარსკვლავი აღნიშნულ კომპოზიციაზე კლიპს ავრცელებს. ტრეკი მის მომავალ ალბომში, Disco შევა, რომელიც გაყიდვაში 6 ნოემბერს ჩაეშვება.
უნდა აღინიშნოს, რომ ვარსკვლავი თავის ჩვეულ სტილს არ ღალატობს, კლიპი საოცრად ფერადი და მბრწყინავია. ნამუშევრის ავტორი ბრიტანელი რეჟისორი, სოფი მიულერი გახლავთ.